logo_geo
მოსკოვში ქართველი სპორტსმენი გიორგი ყუშიტაშვილი დააკავეს
- +

2 თებერვალი. 2020. 16:09

 

რუსეთში 2019 წლის ჩემპიონატის მონაწილე, ქართველი ბოქსიორი გიორგი ყუშიტაშვილი დააკავეს, რომელსაც სამართალდამცველზე თავდასხმა ედება ბრალად.

 

რუსული მედიის ინფორმაციით, ცნობილი გახდა დაკავების დეტალები, რომლის თანახმად, ყუშიტაშვილისა და მისი მეგობრის ოვიკ ოგანისიანის დაკავებას აპირებდნენ მაშინ, როდესაც ისინი ნარკოტიკების აღებას აპირებდნენ.

 

ამავე ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა დაინახეს, როგორ მივიდნენ გიორგი და მისი მეგობარი ტაქსით ფრუნზეს სანაპიროსთან. პოლიციელები მათ დაედევნენ, რა დროსაც გიორგი ყუშიტაშვილმა ერთ-ერთ მათგანს დაარტყა. სპორტსმენს შეფუთვაში ერთ გრამამდე ნარკოტიკი, წინასწარი მონაცემებით, კოკაინი აღმოაჩნდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი