logo_geo
„ხორავას ქუჩის“ საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის მსჯავრდებულმა ჩვენების მიცემაზე უარი თქვა
- +

3 თებერვალი. 2020. 13:21

 

 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე, ცრუ ჩვენებისთვის მსჯავრდებული დაჩი ღლონტი უნდა დაკითხულიყო. თუმცა, მოწმემ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

 

როგორც დაჩი ღლონტმა სასამართლო პროცესზე განმარტა, მისი საქმე საკასაციო (უზენაესმა) სასამართლომ უნდა განიხილოს, ამიტომ თვლის, რომ მისი ჩვენება შესაძლოა მის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული.

 

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

 

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

 

გიორგი ჯანაშია დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობის მუხლით არის გასამართლებული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი