logo_geo
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებულ ვიცე-პოლკოვნიკს პატიმრობა შეეფარდა
- +

4 თებერვალი. 2020. 13:14

 

 

თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებულ ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ჯოჯიშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ ამ წუთებში გამოაცხადა.

 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პარტიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი 5000-ლარიან გირაოს ითხოვდა.

 

მოსამართლე ზვიად შარაძის განმარტებით, ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხე არ არსებობს, თუმცა, იმისათვის, რომ გამოძიება სათანადოდ მოხდეს და მტკიცებულებები არ განადგურდეს, დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა შეეფარდოს.

 

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 მარტს დაინიშნა.

 

big_banner
არქივი