logo_geo
ოკუპირებულ აფხაზეთში, წინასაგამოძიებო იზოლატორში, ბრალდებული მოკლეს
- +

4 თებერვალი. 2020. 15:08

 

 

ოკუპირებულ აფხაზეთში, დრანდის წინასაგამოძიებო იზოლატორში, ბრალდებული, 1981 წელს დაბადებული ასტამურ ძიძარია მოკლეს.

 

ე.წ.გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა.

 

წინასწარი მონაცემით, ძიძარია 00:00 – 05:00 საათამდე პერიოდში მოკლეს, ცხედრის გარეგანი დათვალიერებით, ძიძარიას ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.

 

ასტამურ ძიძარია, 2017 წელს გუდაუთაში დიმიტრი ოზგანის მკვლელობის თანამზრახველობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენაში იყო ბრალდებული.

 

მისი საქმის განხილვა უზენაეს სასამართლოში ბოლო სტადიაზეა.

 

 

big_banner
არქივი