logo_geo
სტამბოლში, ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს
- +

5 თებერვალი. 2020. 15:04

 

 

სტამბოლში შეიარაღებული დაჯგუფების წევრები დააკავეს, რომელთა შორის ქართველი „კანონიერი ქურდი“ გურამ ჩიხლაძე, მეტსახელად „კვეჟოვიჩია“.

 

დაჯგუფება, რომელსაც ჩიხლაძე ხელმძღვანელობდა, ე.წ. კანონიერი ქურდის ნადირ სალიფოვის, იგივე „ლოტი გულის“ ლიკვიდაციას გეგმავდა.

 

დაკავებულთა შორის 3 უკრაინელი, 8 აზერბაიჯანელი, 4 ქართველი და 1 რუსეთის მოქალაქეა. გასული წლის აგვისტოში გურამ ჩიხლაძეზე თავდასხმა მოხდა, რაშიც მან ნადირ სალიფოვი დაადანაშაულა.

 

 

big_banner
არქივი