logo_geo
თბილისში მოპედის ქურდობისთვის ერთი პირი დააკავეს
- +

6 თებერვალი. 2020. 11:11

 

 

სამართალდამცველებმა თბილისში, მოპედის ქურდობისთვის 1976 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.გ. ცხელ კვალზე დააკავეს.

 

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თამარ მეფის გამზირზე გაჩერებული, მოქალაქის კუთვნილი მოპედი მოიპარა და მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს, მოპარული მოპედი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

 

ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

big_banner
არქივი