logo_geo
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა 309 ფაქტი გამოვლინდა
- +

6 თებერვალი. 2020. 11:29

 

 

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის პირველი იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 309 ფაქტი გამოავლინეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლენილ ფაქტებს შორის ექვსი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

 

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 130 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. აჭარაში დაფიქსირდა 65, იმერეთში – 34, ქვემო ქართლში – 29, სამცხე-ჯავახეთში – 18, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 13, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში – შვიდ-შვიდი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – ოთხი, გურიაში კი ორი სამართალდარღვევის ფაქტი. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 450 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.

 

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 32 ფაქტი. ასევე, ამოღებულია ცხრა ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

 

big_banner
არქივი