logo_geo
ძარცვასა და ქალის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულს 7 წელი მიუსაჯეს
- +

6 თებერვალი. 2020. 16:18

 

 

ქუთაისში, ძარცვისთვის ნასამართლევ პირს, ისევ ძარცვისა და ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თათია გოგოლაურმა მიიღო.

 

განაჩენის მიხედვით, ს.შ. ქუთაისში, დღის საათებში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუში მდებარე ბინაში შეიპარა და 320 ლარის ღირებულების ოქროს და ვერცხლის ბეჭდების, ასევე ვერცხლის ძეწკვის და კულონის მოპარვას აპირებდა. ბრალდებულმა ბინაში მყოფი ქალის გაუპატიურებაც სცადა, თუმცა, ეს ვერ მოახერხა წინააღმდეგობის გაწევის გამო. ბრალდებული ბინის დატოვებამდე დააკავეს.

 

დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის, ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. 2013 წელს ის ასევე ძარცვისთვის გაასამართლეს და 7 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა, აქედან 2 წელი პირობით ჩაეთვალა. ს.შ.-მ საპატიმრო დაწესებულება 2018 წელს დატოვა.

 

ბრალდებულმა სრულად აღიარა წარდგენილი ბრალი და უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, რაც პროკურატურამ ამ საქმეზე შეაგროვა.

 

 

big_banner
არქივი