logo_geo
„მან ჩემი სიძე ჩაცხრილა, სამი ტყვია აქვს მოხვედრილი“ - ახალი დეტალები მკვლელობასთან დაკავშირებით
- +

6 თებერვალი. 2020. 21:04

 

 

 

ისანში მოკლული ინდოეთის მოქალაქის ოჯახის წევრი მომხდარის შესახებ მედიასთან კომენტარს აკეთებს.

 

გარდაცვლილის სიმამრის განცხადებით, ბრალდებულმა ახალგაზრდას სამჯერ ესროლა.

 

მოქალაქე ამბობს, რომ მეზობლებს შორის არსებული დავის შესახებ მერიამ და პოლიციამ იცოდა, თუმცა რეაგირება არ მოუხდენია.

 

„10-ჯერ მაინც დავურეკეთ პოლიციას და ვთხოვეთ მოეგვარებინათ ეს პრობლემა. მან ერთხელ ჩემი სიძე დაჭრა, თუმცა ეს კონფლიქტი არავის გამოუძიებია. ჩემი ქალიშვილი შოკშია, ორი შვილი დარჩათ. დღეს კი იარაღი მოიტანა მის მოსაკლავად. დილით, როდესაც მოვედით სახლში შემოსვლას ცდილობდა, მაგრამ ჩემმა სიძემ ამის უფლება არ მისცა, რის შემდეგაც ჯერ ჰაერში გაისროლა, შემდეგ 3-ჯერ მას ესროლა. პაკისტანიდან ვართ, მაგრამ საუდის არაბეთიდან ინვესტიციის განსახორციელებლად ჩამოვედით. დაახლოებით ერი წელია, რაც ეს მიწა ვიყიდეთ და სახლში დაახლოებით 300 000 დოლარი დავხარჯეთ“, - განაცხადა გარდაცვლის სიმამრმა.

 

 

big_banner
არქივი