logo_geo
ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები ამოიღეს
- +

11 თებერვალი. 2020. 11:42

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა  და უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (25 კაფსულა და 12 აბი) და ფსიქოტროპული (12 კაფსულა) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

 

უწყების ინფორმაციით, საქმის მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 261-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.

 

 

big_banner
არქივი