logo_geo
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
- +

12 თებერვალი. 2020. 10:54

 

 

 

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ამის შესახებ ინფორმაცის გერმანიის ფედეფრალური პროკურატურა ავრცელებს.

 

როგორც პროკურატურის პრესსპიკერმა მარკუს შმიტმა განაცხადა, რუს მამაკაცს, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასა და იარაღის უკანონო ტარებაში წაუყენეს ბრალი.

 

ბრალდებულის ვინაობას პროკურატურაში არ ამჟღავნებენ, რადგან ეს კანონით აკრძალულია.

 

ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მოკლეს.

 

მას ორჯერ ესროლეს. პოლიციამ დამნაშავის დაკავება მალევე შეძლო.

 

ის 49 წლის რუსეთის მოქალაქეა. გამომძიებელი ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ დაკავებული რუსეთის სპეცსამსახურებთანაა დაკავშირებული.

 

 

big_banner
არქივი