logo_geo
პროკურორი: მოვიპოვეთ მოწმეთა ჩვენებები და ვიდეომტკიცებულებები, რაც ადასტურებს, რომ დანაშაული ჩოლოიანმა ჩაიდინა
- +

12 თებერვალი. 2020. 12:52

 

 

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანის საქმის პროკურორის, ლევან ქუთათელაძის განცხადებით, ჩოლოიანის წინააღმდეგ არსებობს მოწმეთა ჩვენებები, მათ შორის, პოლიციის განყოფილებაში მყოფი პირების.

 

ქუთათელაძე ასევე აცხადებს, რომ ჩოლოიანის საქმეზე ჩვენებები მიცემული აქვთ პოლიციელებსაც და მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება ჩოლოიანის მხრიდან დანაშუალის ჩადენის ფაქტი.

 

„ალბათობის მაღალი ხარისხით არსებობს მტკიცებულობათა ერთობლიობა, რომ ბრალდებულ მარიანა ჩოლოიანის მიერ ჩადენილი იქნა 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ორი ეპიზოდი. საქმეში მოიპოვება დაზარალებულის, დაზარალებულის უფლებამონაცვლის ჩვენებები, ასევე ნეიტრალურ მოწმეთა ჩვენებები, ასევე პოლიციის განყოფილებაში მყოფი პირების ჩვენებები, ვიდეომტკიცებულებები, რომლებიც ალბათობის მაღალი ხარისხით ადასტურებს, რომ მარიანა ჩოლოიანმა ჩაიდინა დანაშაული", - განაცხადა ქუთათელაძემ.

 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ბრალდებულის ადვოკატები ჩოლოიანის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებენ, ალტერნატივის სახით კი, სასამართლოს შესაძლოა გირაო შესთავაზონ. ლუკა სირაძის ოჯახის ადვოკატის, რევაზ აჭარაძის განცხადებით, მარიანა ჩოლოიანის წინააღმდეგ საქმეში არაერთი მტკიცებულება არასებობს, მათ შორის, ლუკა სირაძისა და „მწვანე სკოლის“ უსაფრთხოების მენეჯერის ჩვენებები.

 

 

 

big_banner
არქივი