logo_geo
„ჰეროინით“ ვაჭრობა ავტომობილში - შსს-ს ფარული ჩანაწერი
- +

12 თებერვალი. 2020. 16:24

 

 

შსს ფარულ ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს, სადაც ჩანს, თუ როგორ ყიდის ნარკოტიკულ საშუალებას მამაკაცი. 

ვიდეოში ჩანს, თუ როგორ აწვდის მამაკაცი მანქანში მჯდომ ე.წ „ბარიგას“ თანხას, ის კი სანაცვლოდ „ჰეროინს“ აძლევს. 

 

1993 წელს დაბადებული მამაკაცი, წარსულში ქურდობის, ძარცვისა და ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ო.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს. დანაშაული 5-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პოლიციამ ო.ც.-ს მიერ უკანონოდ გაყიდული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ასევე, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

 

 

 

big_banner
არქივი