logo_geo
პროკურატურა ნიკა მელიასთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს
- +

13 თებერვალი. 2020. 14:30

 

 

პროკურატურა  „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიასთვის  7 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

 

ნიკა მელიას და ზურაბ ადეიშვილს „ბანკი ქართუს“  საქმეზე პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვაში დახმარებას ედავებოდა, რომელზეც ბრალი 2013 წელს წარედგინათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ  „ქართუ ბანკის“ გაკოტრების  საქმეზე ფრაქცია  „ნაციონალური მოძრაობის“  პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიას 25 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ხოლო „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეში უდანაშაულოდ ცნო.

 

პროკურატურა ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

 

როგორც ცნობილია, პროცესი 10 მარტს ჩაინიშნა, ხოლო მელიას საქმეს სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე, ვეფხია ლომიძე განიხილავს.

 

 

big_banner
არქივი