logo_geo
პანკისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა
- +

13 თებერვალი. 2020. 16:49

 

 

პანკისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს, თელავის რაიონულ სასამართლოში განახლდა.

 

პროცესზე დაცვის მხარემ, გარკვეული სახის წერილობითი და ნივთიერი მასალების ჩათვლით, მტკიცებულების უდავოდ ცნობის შესახებ შუამდგომლობა დააყენა, რასაც მოსამართლე დაეთანხმა.

 

მომავალი სხდომა 25 თებერვალს, 14:00 საათზე მოწმეთა გამოკითხვით გაგრძელდება.

 

გვარებს შორის დაპირისპირება გასული წლის 27 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც ვისური მუთოშვილი მოკლეს, კონფლიქტში მონაწილე 3 ადამიანი კი დაიჭრა. მომხდარიდან მალევე პოლიციამ ორი პანკისელი დააკავა.

 

მომხდარის მიზეზად ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის პირადი კონფლიქტი სახელდება.

 

 

big_banner
არქივი