logo_geo
ამირან სალუქვაძე: 2-3 წელი არაა ადეკვატური 48 მილიონის გაფლანგვასთან
- +

13 თებერვალი. 2020. 18:36

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ  გიგი უგულავასთვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა არაადაკვატურია მის ბრალთან.

 

როგორც ანალიტიკოსმა „რეპორტიორთან“ საუბრისას განაცხადა, ოპოზიცია პროკურატურის ბრალდებაზე არ საუბრობს და ყურადღებას პროცედურულ ნიუანსებზე ამახვილებს.

 

„სამართლებრივად ვერ შევაფასებ. თუმცა, ინფორმაციები რაც ვრცელდება, რომ ერთ საქმეზეა მეორედ შეტრიალებული, როგორც ირკვევა, ეს ასე არაა. მან ერთ საქმეზე მოიხადა სასჯელი. პირველი სასჯელი მან  „თბილსერვისიდან“  4-5 მილიონის გაფლანგვაზე მოიხადა. შემდეგ  ახალი საქმე იყო „თბილისის განვითარების ფონდთან“ დაკავშირებით, სადაც 48 მილიონის გაფლანგვაზე იყო ბრალი წაყენებული. ამ საქმეზე სააპელაციოს განაჩენი გაასაჩივრა პროკურატურამ და უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. ეს რამდენადაა  სამართლებრივად სწორად წარმართული, იურისტებმა იმსჯელონ.

 

2-3 წელი რომ არაა ადეკვატური 48 მილიონის გაფლანგვასთან, ყველას ესმის. თუ ის მართალი იყო ამ საქმეში, მაშინ საზოგადოების მხარდაჭერის მოსაპოვებლად რაიმე უნდა ემოქმედა, სანამ თავისუფლებაზე იყო, წარმოედგინა მასალები და ა.შ. ამისათვის მას და მის მომხრეებს უზარმაზარი აუდიტორია აქვთ. პროკურატურის ბრალდებაზე არ საუბრობენ. აქცენტი მხოლოდ პროცედურულ ნიუანსებზე და მოსამართლის ფაქტორზეა. ხალხს კი უფრო მეტად პირველი აინტერესებს“, - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

 

 

big_banner
არქივი