logo_geo
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, უცხოეთის მოქალაქე დააკავეს
- +

14 თებერვალი. 2020. 10:31

 

 

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, თბილისის აეროპორტში უცხოეთის მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის აეროპორტში უცხოეთის მოქალაქე დააკავეს. 1969 წელს დაბადებულ ..- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა ედება ბრალად.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკები: 97 აბი სუბუტექსი, ბუპრენორფინის შემცველი ფხვნილი, 5 აბი ექსტაზი და 1 შეკვრა მდმა, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III და VI ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით, 262-ე მუხლის I, II და IV ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით, ასევე, 2731-ე მუხლის II ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.

 

დანაშული 5-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

big_banner
არქივი