დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მკვლელობა მოხდა. დილით იპოვეს ქალის ცხედარი, რომელსაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.