logo_geo
გორთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- +

15 თებერვალი. 2020. 15:44

 

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა, გორის შესასვლელთან.

 

მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან მოცურდა და განათების ბოძს დაეჯახა.

 

შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა ქალი. მამაკაცი კი, რომელიც მანქანას მართავდა, დაზიანებებით გორის სამედიცინო ცენტრში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 267-ე მუხლით დაიწყო.

 

 

big_banner
არქივი