logo_geo
ბენქსის გრაფიტი ბრისტოლში ვანდალებმა დააზიანეს
- +

15 თებერვალი. 2020. 23:49

 

 

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ანონიმური მხატვრის ბენქსის გრაფიტი, რომელიც მშობლიურ ქალაქ ბრისტოლს ვალენტინობაზე აჩუქა, ვანდალებმა დააზიანეს. ამის შესახებ Mirror წერს.

 

წარწერა გრაფიტზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბენქსიმ დაადასტურა, რომ მისი ავტორი იყო.

 

ბარტონ-ჰილის რაიონში, ერთ-ერთი შენობის კედელზე ბენქსიმ ახალი გრაფიტი დახატა, რომელზეც გოგო შურდულით ხელში კედელს ყვავილებს ესვრის.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი