logo_geo
ადვოკატი: გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული აგვისტოს ომის ერთ-ერთი გმირია
- +

17 თებერვალი. 2020. 16:52

 

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს იცავდა.

 

როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მამაკაცი ყოფილი სამხედრო და აგვისტოს ომის ერთ-ერთი გმირია“.

 

ბრალს, რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმებით, გამომდინარე იქიდან, რომ უტყუარად ჩნდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები. ბრალდებულის მიმართ რამდენიმე ადამიანი ახორციელებდა ძალადობას, ის არაერთხელ სცემეს. მიაყენეს სხვადასხვა სახის დაზიანებები. ის ცდილობდა გაცლოდა, აყენებდნენ დაზიანებებს, არ უშვებდნენ და რა თქმა უნდა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ადამიანს აქვს უფლება, თავი დაიცვას. თავდაცის უფლება არის კანონმდებლობით, კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლება.

 

ბრალდებული არის ყოფილი სამხედრო, ის არის აგვისტოს ომის ერთ-ერთი გმირი, რომელიც იბრძოდა ვაჟკაცურად. მიუხედავად იმისა, რომ ომში მიიღო დაზიანება, ის იბრძოდა და რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი პატრიოტი, უწეიერესი ადამიანი, რომელიც არასდროს ყოფილა ნასამართლევი და არასდროს ყოფილა მხილებული რაიმე დანაშაულში. უბრალოდ მოხდა ის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოიყენა კანონით გათვალისწინებული უფლება, უფლება, რომ დაიცვას საკუთარი თავი“, - განაცხადა ადვოკატმა.

 

რაც შეეხება იმას, რა კავშირი ჰქონდათ მოკლულსა და სავარაუდო დამნაშავეს ერთმანეთთან, კაკაბაძემ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით მასაც ბევრი კითხვა აქვს და თავისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდება.

 

მაქვს საკმაოდ ბევრი შეკითხვა, მინდა, რომ უფრო ბევრი ინფორმაცია მივიღო, თუმცა, მისი მდგომარეობა ცუდია, მას აქვს სხვადასხვა პრობლემა, თვითონაც დაჭრილია. არ შეუძლია ნორმალურად საუბარი, რომ დეტალურად გადმოსცეს მომხდარი ფაქტის შესახებ მნიშვნელოვანი გარემოებები, ვინაიდან, ამ ეტაპზე ისიც იმყოფება საავადმყოფოში. დროებითი მოთავსების იზოლატორმა პრაქტიკულად ვერ მიიღო მისი დაზიანებებიდან გამომდინარე. მე მინდა დაველოდო, რომ მისი მდგომარეობა უკეთესი გახდება და ამის შემდეგ მეტ ინფორმაციას მივიღებ“, - განაცხადა ადვოკატმა.

 

ცნობისთვის, გუშინ გუდაურში ერთი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი