logo_geo
რუსეთში მამამ სამი თვის ბავშვს თავში უთო ჩაარტყა და მოკლა, გვამი კი ქუჩაში დააგდო
- +

18 თებერვალი. 2020. 21:30

 

 

რუსეთში მამამ სამი თვის ბავშვს თავში უთო ჩაარტყა და მოკლა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის სამარის ოლქის საგამოძიებო კომიტეტის საგამოძიებო სამმართველოს საიტზეა განთავსებული

 

15 თებერვალს სამარის ოლქის ქალაქ ოქტიაბრსკის ერთ-ერთ ქუჩაზე იპოვეს პაკეტში გახვეული, სამი თვის გოგონას სხეული სიცოცხლის ნიშნების გარეშე

 

აღნიშნულ ფაქტზე აღძრული სისხლის-სამართლის საქმის ფარგლებში ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ბავშვი თავის არეში მიყენებული ტრავმის გამო იყო გარდაცვლილი. ეჭვმიტანილის სახით დაკითხულმა გოგონას 34 წლის ასაკის მამამ გამოძიების წინაშე განმარტა, რომ 7-დან 8 თებერვლის ღამით ის, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი, ბავშვს არწევდა, რაღაც მომენტი გოგონა ხელიდან დაუვარდა, აიყვანა ხელში და ოთახში ისევ გაიარა-გამოიარა რამდენჯერმე, მაგრამ ბავშვი ტირილს განაგრძობდა, არ წყნარდებოდა და მას თავში უთო ჩაარტყა.

 

ბავშვის დედა ამ დროს მეორე ოთახში იმყოფებოდა და გოგონას საჭმელს უმზადებდა. სასწრაფო დახმარებას არავინ გამოუძახა და დილით დედამ ნახა, რომ გოგონა მკვდარი იყო. მამამ პაკეტში ჩადო გოგონას სხეული და ქუჩაში გაიტანა.

 

გამოძიება გრძელდება, რათა ზუსტად იქნეს დადგენილი მომხდარის ყველა გარემოება და ყველა დეტალი. ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ გოგონას დედას ჰყავს სამი ბავშვი და მას ჩამორთმეული აქვს მათზე მშობლის უფლება, გოგონას მამა კი სისტემატურად მოიხმარს სპირტიან სასმელებს.

 

 

 

big_banner
არქივი