logo_geo
მამაკაცს, რომელმაც გუშინ სამტრედიაში ცოლი მოკლა, ბრალი წარუდგინეს
- +

19 თებერვალი. 2020. 17:56

 

 

 

სამტრედიაში მომხდარ  მკვლელობაში ბრალდებულ გ.ა-ს ბრალი წარედგინა და ის ბრალს აღიარებს.

 

ადვოკატ პავლე კაკაბაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სრულად აღიარებს ბრალს და მომხდარის გამო სინანულს გამოთქვამს.

 

„შევხვდი ჩემ დაცვის ქვეშ მყოფ პირს, უმძიმესი ფსიქოლიგიური მდგომარეობის არის, ძალიან წუხს მომხდარის გამო, რა თქმა უნდა, ეს არ ამსუბუქებს მის მდგომაროებას, თუმც მარლთმსაჯულებისათვის გარკვეულწილად, გასათვალისიწინებელი იქნება. რაც შეეხება დანაშაულებრივ ქმედებას, ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის 111-109-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 111 -381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწინებული ქმედებისათვის. აღიარებს რეალურად და გულწრფელად ინანიებს ბრალად შერაცხულ დანაშაულს და მისი დადებითი პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით და არსებული წინაპირობისა, არ ამართლებს დანაშაულს, ასეთი მოსაზრება აქვს თავად ბრალდებულს.

 

რაც შეეხება სასამართლოს, დამოკიდებულია, როდის შევა ბრალდების მხარე შუამდგომლობით აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე. სხდომა წარიმართება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ბრალის წარდგენიდან 48 საათში საქმე უნდა გადაიგზავნოს სასამართლოში და სასამართლომ 24 საათში უნდა განიხილოს“, - განაცხადა პავლე კაკაბაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ სამტრედიაში მამაკაცმა ცოლი მოკლა. ქალი განქორწინების მიზნით, სამოქალაქო რეესტრის შენობაში იმყოფებოდა, რა დროსაც მეუღლე მივიდა და დანით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი