logo_geo
სტამბოლში 4 წლის წინ მოპარული მანქანა ბათუმში იპოვეს
- +

19 თებერვალი. 2020. 20:47

 

 

მასშტაბური დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც თურქეთში ძვირადღირებული მანქანების მოპარვასა და მის საქართველოში გადაყვანაზე მუშაობს. ამის შესახებ  თურქული მედია წერს.

 

პუბლიკაციაში მოყვანილია მაგალითი, თუ როგორ იპოვეს ინტერპოლის მეშვეობით 2016 წელს სტამბოლში მოპარული ავტომანქანა 2020 წელს ბათუმში და რა პროცედურები დასჭირდა სადაზღვევო კომპანიას მის უკან დასაბრუნებლად.

 

სტატიას თან ერთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოქმიც, სადაც ნათქვამია, რომ თურქეთის მოქალაქე, რომლიც მანქანას მართავდა, სარფის საზღვარზე შემოსვლისთანავე დააკავეს, მანქანა კი 4 წლის განმავლობაში პოლიციის განყოფილების ეზოში იდგა.

 

პუბლიკაციის მიხედვით, საერთო ჯამში საუბარია 40 მილიონი ლირის ღირებულების მანქანებზე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი