logo_geo
რეპერი Pop Smoke ლოს-ანჯელესში მოკლეს
- +

19 თებერვალი. 2020. 21:03

 

ლოს-ანჯელესში ამერიკელი რეპერი Pop Smoke მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა TMZ ავრცელებს.

 

20 წლის რეპერი მძარცველებმა მოკლეს, რომლებიც ჰოლივუდ-ჰილსის რაიონში მდებარე სახლში გასულ ღამით შეიჭრნენ.

 

პოპულარობა Pop Smoke-ს რეპერ Nicki Minaj-თან ერთად ჩაწერილმა კომპოზიციამ Welcome to the Party მოუტანა. რამდენიმე დღის წინ Pop Smoke-მა მეორე ალბომი Meet the Woo 2 გამოუშვა, რომელმაც Billboard-ის ჩარტში მე-7 ადგილი დაიკავა.

big_banner
არქივი