logo_geo
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე 2 კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
- +

21 თებერვალი. 2020. 11:50

 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბისაგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც, ორი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ შემთხვევაში, გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა და სალაროს შემოსავლების ორდერები, თითქოსდა, განხორციელდა 226 456 ლარის ღირებულების სამშენებლო მომსახურების გაწევა, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა, დაამზადა და გაასაღა 120 000 ლარის ღირებულების ჯართის ფიქტიურ მიწოდებასთან დაკავშირებული სასაქონლო ზედნადები.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 4-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

big_banner
არქივი