logo_geo
ბაკურიანში თხილამურებით სრიალისას ახალგაზრდა ქალი დაიღუპა
- +

24 თებერვალი. 2020. 18:44

 

ბაკურიანში 22 წლის გოგონა თხილამურებით სრიალისას დაიღუპა.

 

ცხედარი ახალციხეში, ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული, სადაც მას სიკვდილის მიზეზის დასადგენად, სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება.

 

თვითმხილველის თქმით, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმა ქალმა, სავარაუდოდ, დაცემისას მიიღო.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

 

დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე.

 

 

big_banner
არქივი