გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მამამ სამი თვის ჩვილი მოკლა. მამაკაცმა ასევე დაჭრა საკუთარი მეუღლეც.
თუ რა გახდა შვილის მკვლელობისა და მეუღლის დაჭრის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.