logo_geo
კორონავირუსის გავრცელების გამო ნიუ-იორკში 900 პატიმარი გაათავისუფლეს
- +

1 აპრილი. 2020. 02:44

 

 

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო ნიუ-იორკში 900 პატიმარი გაათავისუფლეს. ამის შესახენ ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ განაცხადა.

 

 

„30 მარტის მდგომარეობით ციხეებიდან 900 პატიმარი გავათავისუფლეთ კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო“, - განაცხადა ნიუ-იორკის მერმა.

 

 

აქამდე ბილ დე ბლაზიომ განაცხადა, რომ 70 წელს გადაცილებული ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები ციხეებში არ უნდა იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია, რომ საუბარი არ არის იმ პატიმრებზე, ვინც მძიმე დანაშაული ჩაიდინა.

 

 

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 150 ათასს გადააჭარბა.

 

 

ამჟამად ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მას მოსდევს იტალია, ესპანეთი და ჩინეთი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი