logo_geo
ბუტა რობაქიძის საქმეზე, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მსჯავრდებულებმა, გურამ დონაძემ და ზურაბ მიქაძემ მისცეს
- +

8 აპრილი. 2020. 21:49

 

 

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ დღეს ჩვენება მსჯავრდებულებმა, შინაგან საქმეთა სამინიტროს საზოგადოებასთან ურთიერთბის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, გურამ დონაძემ და საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ზურაბ მიქაძემ მისცეს.

 

როგორც ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა, მსჯავრდებულებმა აღნიშნული ჩვენება საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ მისცეს.

 

რასაც15 წლის შემდეგ ამბობდნენ გამოძიებაში, იგივე ჩვენება მისცეს ახლაც, საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ. განსხვავებული იყო რაღაც დეტალები, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ფაქტიურად, ერთმაც და მეორემაც თქვეს, რომ „რა ვქნათ, ამდენი წელი ციხეში ვერ ვიჯდებით და ახლა ასე უნდა ვცადოთ, რომ შეღავათი მივიღოთ სახელმწიფოსგანო“ - ფაქტიურად მივიღეთ 2 ჩვენება საპროცესო მოლოდინში მყოფი პირების, რომლებიც ცდილობენ, რომ ამ ჩვენების შედეგად გამოვიდნენ ციხიდან“, - განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.

 

მისივე თქმით, გურამ დონაძესა და ზურბ მიქაძეს რამდენიმე ჩვენება აქვთ მიცემული და ყველა განსხვავედება ერთმანეთისგან. ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ ამ საქმემ მას შემდეგ წამოიწია, რაც 20 ივნისის საქმეზე ოქრუაშვილი დააპატიმრეს და ამას მოჰყვა რეზონანსი.

 

დონაძე აქ პირდაპირი მოწმე არაფრის არ არის, მიქაძეა რომელმაც ინტერპრეტირება მისცა, თითქოსდა ირაკლი ოქრუაშვილის სიტყვას - „პატრულის იმიჯი გადაარჩინეთო“ და ეს ასე აღვიქვი, რომ იქ იარაღები უნდა მიგვეტანა და ინსცენირება მოგვეწყო ორმხრივი სროლისო, თორემ ოქრუაშვილს ეს ასე არ უთქვამსო.

 

მნიშვენლოვანია, რომ 2012 წელს მიქაძე დაიკითხა მოწმედ და იქ რამეს არ ალამაზებს, პირდაპირ ამბობს, რომ იარაღები არ დაუნახავთ, მაგრამ მერე მოვიტანეთ, ჩავალაგეთო, ასახელებს ბრალდებულებს და ა.შ. იმ ჩვენებაში ირაკლი ოქრუაშვილს ერთხელ ახსენებს, რომ ვანო ბერაძისგან უფროსისგან მიიღო ინფორმაცია, რომ მას უნდა მიეცა ინტერვიუ, დღეს უკვე ამბობს, რომ თითქოს პირადად დაურეკა მინისტრმა. ისეთ დეტალებს ამბობს, რომ ბევრს თითქოს არაფერს ცვლის, მაგრამ ამაში ჩანს, რომ იტყუება ადამიანი.

 

მიქაძე წინა ჩვენებაში ამბობს , რომ იარაღები მოტანილი იყო, მაგრამ არ იცის ვინ მოიტანა, დღეს ამბობს, რომ თვითონ მოიტანა ვაკის პოლიციის სამმართველოდან. როგორ შეიძლება ეს დაგავიწყდეს შენ წახვედი იარაღის მოსატანად თუ არ წასულხარ, თითქოს უმნიშნელო დეტალია, მაგრამ ჩანს, რომ იტყუება. ჩვენებაში ამბობენ, რომ ოქრუაშვილის ზარის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ყველაფერი ასე გაეკეთებინათ. ძალიან ბევრი დეტალია, რომელიც მათ ჩვენებს აშიშვლებს და ერთადერთი მოტივი ამის არის, რომ აპელაციაზე ატყობენ არაფერი გამოსდით და 7 წელი ციხეში რატომს უნდა ვიჯდეთ, ეგებ გვეშველოსო. მათი მოტივიაა საპროცესო შეთანხმება“ , - აცხადებს ჭაბაშვილი.

 

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილსა ახალი ბრალი ნოემბერში წაუყენეს. მას ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

 

ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი