logo_geo
რუსთავში ნახევარი მილიონი ლარის ჯარიმა გამოწერეს
- +

15 აპრილი. 2020. 01:49

 

 

რუსთავში, ბოლო 8 დღის განმავლობაში, პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის დროს, წესების დარღვევისთვის 165-მდე პირი დააჯარიმა. ინფო რუსთავის ინფორმაციით, ჯარიმის ოდენობა დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს.

 

სამართალდამცავებმა რუსთაველები ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტებზე, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო ასევე მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის დაჯარიმეს. 15 000 ლარიანი ჯარიმა გამოეწერა ერთ იურიდიულ პირს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

 

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

 

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი