logo_geo
დააკავეს კაცი, რომელიც კარანტინის დროს დახურულ რესტორანში შეიპარა და იქეიფა
- +

23 აპრილი. 2020. 15:57

 

 

 

 

 

კონექტიკუტში მდებარე ერთ-ერთ დახურულ რესტორანში, რომელიც კუბური სამზარეულოს მოყვარულებისთვისაა განკუთვნილი, 42 წლის კაცი შეიპარა და ოთხი დღე მარტო ქეიფობდა.

 

 

ჭამა-სმით გართობა საბედისწეროდ მაშინ დასრულდა, როცა დაკეტილ რესტორანთან მენეჯერმა ჩაიარა, რომელმაც დაინახა რომ შიგნით შუქი ენთო და უცხო ადამიანი იმყოფებოდა, რის შემდეგაც პოლიციაში დარეკა.

 

 

ნიუ ჰეივენის პოლიციის დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საერთო ჯამში რესტორანს სხვადასხვა საკვებსა და ლუდთან ერთად 70 ბოთლი ლიქიორი აკლია.

 

 

ვარაუდობენ, რომ ორტესმა რესტორნის საკუთრებაში არსებულ სხვადასხვა ნივთებთან ერთად დაპატიმრებამდე გაიტანა.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი