logo_geo
ნიდერლანდებში ქალს Facebook-ზე შვილიშვილების ფოტოების გამოქვეყნებისთვის შვილმა სასამართლოში უჩივლა
- +

23 მაისი. 2020. 14:59

 

 

ნიდერლანდების სასამართლომ ქალს Facebook-ზე გამოქვეყნებული ფოტოები წააშლევინა, რადგან მან სურათები ბავშვების დედის ნებართვის გარეშე ატვირთა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

 

 

ტელეარხის ცნობით, შვილმა დედას სურათების წაშლა რამდენჯერმე სთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი დედას სასამართლოსი უჩივლა, რადგან მისი აზრით, ეს ბავშვების პირადი უსაფრთხოების სერიოზული დარღვევა იყო.

 

 

მოსამართლემ მისი პოზიცია გაიზიარა, რადგან ბებიამ ბავშვების ფოტოები ყველასთვის გახადა ხელმისაწვდომი, რისი უფლებაც დედის ნებართვის გარეშე არ ჰქონდა.

 

 

ბებიამ ფოტოები 10 დღის განმავლობაში უნდა წაშალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში დღეში ჯარიმის სახით €50 გადახადა მოუწევს. მისი ქალიშვილი ამ თანხის ყოველღიურად 250 ევრომდე გაზრდას ითხოვდა.

 

 

 

 

big_banner
არქივი