logo_geo
საბერძნეთის პოლიციამ ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების საკნებში ძვირადღირებული კაფელი აღმოაჩინა
- +

30 მაისი. 2020. 19:02

 

 

საბერძნეთის ერთ-ერთ ციხეში ჩატარებული რეიდის შედეგად პოლიციამ ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების საკნებში ტელევიზორები, მაცივრები და კონდიციონერები, საკნების საპირფარეშოებში კი ძვირადღირებული კაფელი აღმოაჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს.

 

 

მისი ცნობით, რეიდის შედეგად 30 პატიმარს (საბერძნეთის 13 მოქალაქეს და 17 უცხოელს) დამატებითი ბრალი წაუყენეს. ოფიციალური ინფორმაციით, 83 პოლიციელმა ჩხრეკა 19 საკანში ჩაატარა, მათ შორის იყო ქართველი „კანონიერი ქურდების“ საკნებიც.

 

 

რეიდის შედეგად ციხის დირექტორი და მისი მოადგილე თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ, მსჯავრდებულები კი სხვა საპატიმრო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

 

 

რეიდის ჩატარების მიზეზი გახდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ქალაქ ნიგრიტას ციხის ადმინისტრაციას პატიმრებთან ფარული შეთანხმება ჰქონდა დადებული. ციხის ადმინისტრაციასა და პატიმრებს შორის შეთანხმების არსებობის შესახებ ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც 10 მაისს ერთ-ერთ პატიმარს ციხეში ცოლმა მიაკითხა, მაშინ როდესაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით პაემნები მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალული იყო. ამას მოჰყვა 18 მაისს პატიმრებს შორის მომხდარი ჩხუბი, რომლის შედეგადაც 9 პატიმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

 

big_banner
არქივი