logo_geo
ნიდერლანდებში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც €12,5 მილიონი აღმოაჩნდა
- +

9 ივნისი. 2020. 10:44

 

 

ნიდერლანდების ქალაქ ეინდჰოვენში დაკავებულია ქართველი კაცი, რომელსაც 12,5 მილიონი ევრო აღმოაჩნდა.

 

 

დაკავებული თანხის წარმომავლობას არ ასახელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ადვოკატი აცხადებს, რომ 35 წლის კაცი უსახლკაროა.

 

 

პოლიციის ინფორმაციით, ის პირველ მაისს დააკავეს, როდესაც სამართალდამცველებმა ეინდჰოვენის ერთ-ერთ სახლში 12,5 მილიონი ევრო აღმოაჩინეს. დაკავებულს ბრალად ფულის გათეთრება ედება. ჩხრეკისას პოლიციამ ასევე ამოიღო ორი ცეცხლსასროლი იარაღი და ფულის სათვლელი აპარატი.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი