logo_geo
გორში, ძაღლის გამო ცოლ-ქმარს სცემეს
- +

10 ივნისი. 2020. 11:37

 

 

 

გამვლელმა, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იყო, ცოლ-ქმარს სცემა. შემთხვევა სადგურის დასახლებაში მოხდა.

 

ნაცემი ქალი ყვება, რომ უცნობმა პირმა ძაღლის გამო მიაყენა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

როგორც დაზარალებული ყვება, უცნობი პირი მეზობლის სახლიდან გამოვიდა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა.

 

„მეც მცემა და ჩემი მეუღლეც. ძაღლს ვაწყნარებდი, ამ დროს მოვიდა უცნობი მოქალაქე და ჩვენ დაგვიწყო ცემა“, – აცხადებს დაზარალებული.

 

ხმაურზე მეზობლებიც გამოვიდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ ცოლ-ქმარს ცუდი ძაღლი ჰყავს და უბანში ყველა შეწუხებულია.

 

„მთელი მეზობლები შეწუხებულები ვართ. ძაღლი რომ გამოეკიდა იმ კაცს, ძაღლისთვის არ უნდა დაერტყა? ამათ აქვთ თქმის უფლება და ჩვენ არა?!“, – განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.

 

ცოლ-ქმარი პოლიციამ დაკითხვაზე წაიყვანა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი