გორში, საკუთარ სახლში მოკლული 40 წლამდე მამაკაცი პოლიციელი, დავით სვიანაძეა.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა და ის ქირით სწორედ სვიანაძის სახლში ცხოვრობდა.
„ნიუპოსტის“ ცნობით, პოლიციელს სასიკვდილო ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. ბრალდებულის დაკავების ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.