logo_geo
ქართველი „კანონიერი ქურდი“ უკრაინიდან მეხუთედ გააძევეს
- +

2 ივლისი. 2020. 15:22

 

 

ქართველი „კანონიერი ქურდი“ თენგიზ ჭარაია კიევში დააკავეს. უკრაინის ნაციონალურმა პოლიციამ ის ჯერ არალეგალთა იზოლატორში გადაიყვანა, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კი ქვეყნიდან გააძევა.

 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჭარაია თურქეთში გააძევეს. სამართალდამცველების ცნობით, ჭარაია კიევში კრიმინალური გავლენების გასაძლიერებლად და ე.წ. „ობშიაკის“ ფულის გადასანაწილებლად იყო ჩასული.

 

2016 წლიდან დღემდე თენგიზ ჭარაია უკრაინაში უკვე მეხუთედ დააკავეს და გააძევეს.

 

2019 წელს კიევის სასამართლომ მას უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა 10 წლით აუკრძალა, თუმცა, რამდენიმე თვეში „კანონიერი ქურდი“ კვლავ უკრაინაში აღმოჩნდა. ამჯერად, მას ამ ქვეყანაში შესვლა 23 წლის ვადით აუკრძალეს.

 

38 წლის თენგიზ ჭარაიას კრიმინალურ წრეებში „თენგო გალსკის“ მეტსახელით იცნობენ. ის „კანონიერ ქურდად“ 2014 წელს სანკტ-პეტერბურგში „აკურთხეს“.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი