logo_geo
ბილ გეითსის, ილონ მასკის, ჯეფ ბეზოსის, ბარაკ ობამასა და ჯო ბაიდენის „ტვიტერის“ ანგარიშებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა
- +

16 ივლისი. 2020. 16:19

 

 

ბილ გეითსი, ილონ მასკი, ჯეფ ბეზოსი, ბარაკ ობამა, ჯო ბაიდენი და კიდევ არაერთი ცნობილი ადამიანი ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ.

 

კიბერთავდასხმა მათი „ტვიტერის“ ანგარიშებზე განხორციელდა. ცნობილი პირების გვერდებზე გაჩნდა პოსტები, სადაც მომხმარებელს ბიტკოინების ჩარიცხვის შემთხვევაში გაორმაგებული თანხის უკან დაბრუნებას სთავაზობდნენ.

 

„ტვიტერმა“ კიბერთავდასხმის სამიზნეების ანგარიშები დროებით შეზღუდა და მათ მფლობელებს სისტემაში შესასვლელად კოდური სიტყვების შეცვლა მოსთხოვა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი