logo_geo
გორში ცეცხლსასროლი იარაღით ძაღლი მოკლეს
- +

17 ივლისი. 2020. 22:20

 

 

გორში, ჭალის დასახლებაში, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში, სანადირო თოფით ძაღლი მოკლეს. კორპუსის მცხოვრებთა ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ძაღლის მიმართულებით მათ მეზობლად მცხოვრებმა, “გორმედის” ექიმმა ლექსო ხეთაგურმა ისროლა.

 

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე, ჭალის დასახლებაში, თამარ მეფის ქუჩაზე, სამართალდამცავები იმყოფებიან.

 

ხეთაგური მომხდარს ადასტურებს და აცხადებს, რომ თავის დაცვის მიზნით გაისროლა.

 

ლექსო ხეთაგური პოლიციამ შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის სამმართველოში გადაიყვანა.

 

მომხდარზე გამოძიება შსს 259 მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას და მისადმი სასტიკი მოპყრობას გულისხმობს, რასაც ცხოველის დასახიჩრება ან სიკვდილი მოჰყვა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი