logo_geo
სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს
- +

2 ნოემბერი. 2020. 13:36

 

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვის 3 ფაქტი გამოავლინეს.

 

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ჯამში 89 ბლოკი (17 800 ღერი) უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვის 3 ფაქტი გამოვლინდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი.

 

სამივე ფაქტზე, საქმის მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა“,- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

big_banner
არქივი