პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ლექსო მაჭავარიანს სასამართლომ 1000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.
ამ წუთებში მიმდინარეობს კიდევ ორი დაკავებულის პროცესი.
პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლები აქციას მართავენ.