logo_geo
სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში 2016 წლის განმავლობაში გამოძიება სისხლის სამართლის 47 საქმეზე დაიწყო
- +

13 აპრილი. 2017. 14:06




სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში 2016 წლის განმავლობაში გამოძიება სისხლის სამართლის 47 საქმეზე დაიწყო.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, მათ შორის, ქრთამის აღების 22 ფაქტია, ქრთამის მიცემის - 2, თაღლითობის - 8, კომერციული მოსყიდვის - 5, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების - 4, მითვისების ან გაფლანგვის - 2, სამსახურებრივი გულგრილობის - 2 და სხვა ცალკეული დანაშაულები.


საანგარიშო პერიოდში ბრალდებულების სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია სულ 59 პირი 32 სისხლის სამართლის საქმეზე.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაკავებულია არაერთი საჯარო მოხელე.




 

big_banner
არქივი