logo_geo
რუსთავში შვილმა მამა დაჭრა
- +

3 აპრილი. 2021. 11:29

 

 

რუსთავში შვილმა მამა დაჭრა. 55 წლის შვილსა და 90 წლის მამას შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა რა დროსაც შვილმა მამა წვივის არეში დაჭრა.

 

დაჭრილი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

 

დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

სამართალდამცავებმა 55 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

 

ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა.

 

ინფორმაციას „ინფო რუსთავი" ავრცელებს

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი