logo_geo
დავით კოდუა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
- +

6 მაისი. 2021. 15:09

 

 

ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენი დავით კოდუა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

 

კოდუას ადვოკატის, მუხრან ღურწკაიას თქმით, გირაოს შუამდგომლობით მან სასამართლოს გუშინ მიმართა.

 

როგორც ღურწკაია აცხადებს, დავით კოდუამ ავსტრიაში გადაუდებელი ოპერაცია უნდა ჩაიტაროს, სწორედ ეს გახდა გირაოს შუამდგომლობის მოთხოვნის საფუძველიც.

 

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი ცოლისა და ქალიშვილის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

 

კოდუას ცოლი მეუღლის მიმართ პატიმრობის გაუქმებას და შემაკავებელი ორდერის გამოწერას ითხოვდა. ბიზნესმენის მეუღლე ამტკიცებდა, რომ დაზიანებები სავარძელზე დარტყმის შედეგად მიიღო.

big_banner
არქივი