logo_geo
21 წლის ბიჭმა 15 წლის გოგონა მოიტაცა – მათ პოლიცია ეძებს
- +

4 ივნისი. 2021. 18:33

 

თელავის მუნიციპალიტეტის ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებმა, 21 წლის ახალგაზრდამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, 15 წლის გოგონა მოიტაცა.

 

შემთხვევა გუშნ, 3 ივნისს მოხდა და მას ბიჭის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.

 

„როგორც მე ვიცი, ამ ბიჭს ეს გოგო უყვარდა, ამიტომ ოჯახის შექმნის მიზნით გოგო მოიტაცა, მართალია, არასრულწლოვანია, მაგრამ სიყვარულია და ვეღარ დაელოდა, 18 წლის გამხდარიყო, რადგან შეეშინდა, სხვას არ მოეტაცა. ახლა სად არიან, არ ვიცი. მინდა, რომ ეს ამბავი კარგად დასრულდეს“,- ამბობს ახლობელი.

 

ახალგაზრდების ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებენ.

 

big_banner
არქივი