logo_geo
ვასილ მაღლაფერიძე ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ!
- +

28 ნოემბერი. 2016. 16:16



7 ნოემბრის საქმეზე საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, ვასილ მაღლაფერიძემ, რომელიც 2007 წელს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი იყო, მაშინდელი შს მინისტრის კაბინეტში გამართული თათბირი გაიხსენა.


ვასილ მაღლაფერიძემ მოწმის სახით დაკითხვისას აღნიშნა, რომ 2007 წლის 4 ნოემბერს, შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართულ თათბირს მაშინდელი მაღალჩინოსნები - დათა ახალაია, ზურაბ ადეიშვილი და დავით კეზერაშვილი ესწრებოდნენ.

 

„ვანომ ასეთი რაღაც თქვა - ბოლო პერიოდში, ოპოზიცია ძალიან „გაბლატავდა", ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ რაც ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიპოვეთ, ამათ უნდათ, რომ ორ-სამ დღეში წაიღონ. ასე არ გამოვა ეს ამბავი, კუდ-ს აქვს ეს ამბავი უკვე დავალებული, მართალია, ბევრი ხალხი არ ჩამოვიდა, მაგრამ არც ერთი ადამიანი არ უნდა წავიდეს გაულახავი, აქ არის გენერალური პროკურორი და ნებართვას გვაძლევსო. ზურაბ ადეიშვილს გაეცინა და ხუმრობით თქვა - მე არაფერი არ ვიცი და არ მესმის, ჩემს აზრს ბოლოს გეტყვითო. თქვენ გყავთ უამრავი ნაცნობი სპორტსმენი, მომღერალი, ზოგი დააშინეთ, ზოგი მოისყიდეთ, აქ არის კეზერაშვილი, არიან ბიზნესმენები, რომლებიც ეპარქიებს აფინანსებენ რომ მღვდლებმა სისულელეები არ თქვანო, უთხარით, რომ ამას კეზერაშვილი მიხედავსო",- აღნიშნა სასამართლო სხდომაზე ვასილ მაღლაფერიძემ.


2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2 აგვისტოს შეეფარდათ. აღნიშნულ საქმეზე, ვანო მერაბიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.




 

big_banner
არქივი