logo_geo
ირაკლი შოთაძე: ჩვენი პოლიტიკა არ არის არასრულწლოვნების დასჯა
- +

28 ნოემბერი. 2016. 21:52



„არასრულწლოვნების სისხლის სამართლის საქმეებზე და არასრულწლოვან ბრალდებულებზე ჩვენი პოლიტიკა არ არის მათი დასჯა, არამედ ჩვენი პოლიტიკა არის მათი საზოგადოებაში დაბრუნება",- ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა. როგორც შოთაძე აღნიშნავს, ძალიან კარგი ტენდენციები არსებობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით.


„არასრულწლოვნების სისხლის სამართლის საქმეებზე და არასრულწლოვან ბრალდებულებზე ჩვენი პოლიტიკა არ არის მათი დასჯა, არამედ ჩვენი პოლიტიკა არის მათი საზოგადოებაში დაბრუნება. ჩვენი პოლიტიკა არასრულწლოვნების სისხლის სამართლის საქმეებზე მიმართულია არასრულწლოვნების რესოციალიზაციის და გამოსწორების მიმართულებით. სტატისტიკა ვრცლად არის მოცემული ჩემს ანგარიშში და მას შემდეგ რაც დასრულდება საპროკურორო საბჭოს შეხვედრა, სტატისტიკა გამოქვეყნდება ისეთი ფორმით, როგორც მე წარვუდგენ საპროკურორო საბჭოს", - განაცხადა შოთაძემ.


 

big_banner
არქივი