logo_geo
გიორგი მამაცაშვილი: მივმართავ შესაბამის ორგანოებს - დაიცვან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოება!
- +

12 მაისი. 2017. 14:01




მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი გიორგი მამაცაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პირადი და ოჯახის უსაფრთხოების დაცვას სთხოვს. ამის შესახებ გიორგი მამაცაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.


მამაცაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში მისი მისამართით „ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი გარემოცვის მხრიდან ხორციელდება ღია მუქარა.


„ბოლო პერიოდის განმავლობაში ქვეყნდება საკმაოდ საინტერესო მასალები გაზეთ „ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის, მისი ე.წ. წყაროებისა და მისი ე.წ. ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ, რის გამოც სისტემატური ხასიათი მიიღო მისგან და მისი ოჯახის წევრბეის მხრიდან ღია მუქარამ, შეუარცხყოფამ როგორც სოციალური ქსელის, ისე ტელეფონის მეშვეობით. მინდა, მივმართო შსს-ს, სუს-ს და შესაბამის ორგანოებს, მიიღონ შესაბამისი ზომები ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოების მიზნით. თმის ღერიც რომ ჩამოუვარდეს ჩემი ოჯახის წევრს, ან მე, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ელისო კილაძესა და მისი გარემოცვის წევრებს", - განაცხადა გიორგი მამაცაშვილმა.

 

გიორგი მამაცაშვილმა აქვე ყურადღება გაამახვილა რამდენიმე დღის წინ reportiori.ge-ზე განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმაზე:

 

„გუშინწინ „რეპორტიორის" საიტზე იყო ჰაკერული თავდასხმა და მხოლოდ იმ კონკრეტული მასალის ფოტოები წაიშალა, რომელიც ეხებოდა ელისო კილაძის „წყაროებს". მივმართავ კიდევ ერთხელ შესაბამის ორგანოებს, მიიღონ ადეკვატური ზომები", - განაცხადა გიორგი მამაცაშვილმა.

მუქარა, რომელიც ხორციელდება გიორგი მამაცაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მისამართით, უკავშირდება reportiori.ge-ზე გავრცელებულ ორ ინტერვიუს, რომელთა ლინკებსაც აქვე გთავაზობთ:


http://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=44063


http://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=44432





 

big_banner
არქივი