logo_geo
დაკარგული სამი მოზარდიდან პოლიციამ ორი მათგანი იპოვა
- +

12 მაისი. 2017. 21:47



11 მაისს, სხვადასხვა რაიონიდან სამი არასრულწლოვნის გაუჩინარების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ცამეტი წლის გოგო ბათუმში დაიკარგა. 12 მაისს, ის პოლიციამ ბულვარში იპოვა. შსს-ს განცხადებით, მას ძალადობის რაიმე კვალი არ ეტყობოდა. ასევე ზუგდიდში, ეძებდნენ 13 წლის ბიჭს, რომელიც სახლიდან დაახლოებით 16:00 საათზე გავიდა. დაკარგული არასრულწლოვანი პოლიციამ თბილისში აღმოაჩინა.


ხოლო, ჯერჯერობით არ უნახავთ თბილისელი 17 წლის ანა ფეიქრიშვილი. ის 8 მაისს წავიდა სახლიდან სკოლაში. აღმოჩნდა, რომ ანა სასწავლებელში არ მისულა. ოჯახი მას ამ დრომდე ეძებს.


 

big_banner
არქივი